19 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ქრისტეშობას ვულოცავ ყველა იმ კონფესიის წარმომადგენელს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მაცხოვრის შობას ულოცავს.

"ქრისტეშობას ვულოცავ ყველა იმ კონფესიის წარმომადგენელს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს.

მაცხოვრის შობას სიკეთე და სიყვარული მოაქვს ადამიანების გულებში. სწორედ სიკეთე, სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვაა ის უმთავრესი ძალა, რაც ასე სჭირდება დღეს კაცობრიობას უხილავ მტერზე გამარჯვებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს,"- აღნიშნავს პრემიერი საკუთარ პოსტში.

 

დღის ამბები