19 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
დაღუპული სამხედროების შვილებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

ბავშვებმა მინისტრის საჩუქრები მამების მეგობრებისგან მიიღეს. სამხედროები გმირების ოჯახებს სახლებში ესტუმრნენ და iPad-ები, "ჰაიქსის" ფირმის აქსესუარები და ტკბილეულობა გადასცეს.

დღის ამბები