20 აპრილი 2024,   00:28
ვრცლად
საქართველოში შემოტანილი ალკოჰოლური სასმელის სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით რუსულ და შვეიცარიულ კომპანიებს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს

სააპელაციო სასამართლოში რუსულ და შვეიცარიულ კომპანიებს შორის სამოქალაქო დავა მიმდინარეობს. დავა არაყ "სტოლიჩნაიას" სასაქონლო ნიშნებს ეხება. რუსული კომპანია ითხოვს, რომ საქართველოში გაუქმდეს შვეიცარიული კომპანიის სასაქონლო ნიშნები, რომლის მიხედვითაც საქართველოში პოლონეთში წარმოებული არაყი შვეიცარიული ლიცენზიით შემოდის.

სარჩელი პირველმა ინსტანციამ ერთხელ უკვე დააკმაყოფილა, ახლა კი გადაწყვეტილებას შვეიცარიული კომპანია სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. SPI ჯგუფი (შვეიცარიული კომპანია) ამ სავაჭრო ნიშანს 180–ზე მეტ ქვეყანაში ფლობს. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომპანიას კანონიერი უფლება აქვს და წლებია პოლონეთში წარმოებული არაყი საქართველოში შემოდის.

დღის ამბები