17 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭოს 2020 წლის ბოლო სხდომა - COVID-19-ის რეგულაციებზე დამატებითი გადაწყვეტილებები მიღებული არაა, ძალაში რჩება მთავრობის 2 თვიანი გეგმა

პრემიერ-მინისტრს დღეს დამატებით მოუწია განმარტების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა, უკვე განსაზღვრული რეგულაციების გარდა, დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს. მიზეზი ცრუ ინფორმაციის გავრცელება გახდა, რომლის მიხედვით 3 იანვრის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ყოველგვარი გადაადგილება იკრძალებოდა. გიორგი გახარიას განმარტებით, მსგავსი რადიკალური ზომები აზრს მოკლებულია, რადგან ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს. პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, მთავრობის მეთაური საზოგადოებას ძირითადი რეკომენდაციების დაცვას კიდევ ერთხელ ახსენებს.

ინფიცირების შემთხვევების კლებამ მნიშვნელოვნად განმუხტა სამედიცინო სისტემა და რესურსები გამოათავისუფლა, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯანდაცვის უწყებაში არ მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ პანდემიის პიკი გადალახა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე შიშობს, რომ სადღესასწაულო პერიოდში ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ახლობლებთან სტუმრობისგან და შეკრებებისგან მაქსიმალურად თავი შეიკავონ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც პანდემიის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი, დღეს 2020 წლისთვის ბოლო სხდომა გამართა. სხდომას წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების ან პირიქით, შემცირების შესახებ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები არ მიუღია.

შესაბამისად, ძალაში რჩება მთავრობის 2 თვიანი გეგმა, რომელიც თებერვლამდე 21 საათის შემდეგ გადაადგილებას, ასევე არასასურსათო საცალო ვაჭრობის ობიექტების, რესტორნების, ბარების, კლუბების, სპორტდარბაზების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას კრძალავს. 

 

დღის ამბები