მიმდინარე წელს ვირუსმა მსოფლიოში მძიმე პრობლემები შექმნა, რომელიც ჩინეთის პროვინცია უჰანში 2019 წლის ბოლოს გაჩნდა.
მალევე ვირუსი ყველა ქვეყანაში გავრცელდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძულებული გახდა 11 მარტს პანდემია გამოეცხადებინა. ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა ვირუსი "კოვიდ-19"-ის შტამით, 115 ათასზე მეტ პირს დაუდასტურდა.
კორონავირუსმა გამოკეტა მსოფლიო, შეწყდა საერთაშორისო ფრენები, გადაიდო არაერთი პოლიტიკური, სპორტული თუ კულტურული საერთაშორისო ღონისძიება.
ყოველდღიურობამ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა. ჩვენი ქვეყანა მსოფლიო კოვიდრუკაზე 26 თებერვალს გაჩნდა, როდესაც ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ლეტალური შედეგი კი 4 აპრილს დაფიქსირდა. თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ უკვე არსებობს ვაქცინა, რომლის გამოყენებაც არაერთმა სახელმწიფომ დაიწყო.