გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ბავშვების სოციალური დახმარების აქცია გრძელდება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ამჯერად შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამყოფი ხაზების სოფლებს ესტუმრა.
საკორინთლოსა და ოძისში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ბავშვებს პირველადი საჭიროების ნივთები გადასცა.