ეპიდვითარების გამო საშობაო "ალილო" ტრადიციული ფორმით არ გაიმართება, ამიტომ საშობაო შესაწირიც რესპუბლიკის მოედანზე გაშლილ კარავში შეგროვდება. ამის შესახებ განცხადებას "ალილოს" საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები აკეთებენ:
"მოსახლეობას შობას მიულოცავს სამღვდელოება კმევითა და გალობით, ხოლო ნაკურთხი წყლის სხურებით დაილოცება მთელი ქალაქი, რაც შეეხება შესაწირს, ერთი კარავი იქნება გაშლილი რესპუბლიკის მოედანზე და მსურველებს ყველას შეუძლია იქ მოიტანონ შესაწირი და მეალილოეებს მიულოცონ," - აცხადებს "ალილოს" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი თამარ ვაჭარაძე.