ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები კვლავ სტიქიის ზონად რჩება. დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფებიან და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.
რეგიონში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, რომლის საშუალებითაც ზემოდან დათვალიერდა თაბორის ტყე და მისი მიმდებარე ტერიტორია, მდგომარეობის ობიექტური შეფასებისთვის.
მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის თქმით, ხელმძღვანელობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციებით და ყველა საჭირო ღონისძიება დროულად იქნება გატარებული.