ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეს შობის დღესასწაული ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. საზეიმო წირვა ქვედანაყოფის კაპელანმა მამა იოანე გელაშვილმა აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.
"შობის დიდ დღესასწაულს მივულოცავ ყველა ჯარისკაცს, ოფიცერსა და ამ ბაზაზე მყოფ ყველა ადამიანს ამ დღესასწაულს. შობის მადლი შეეწიოს ჩვენს სამშობლოს, ღმერთმა დალოცოს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი,"- აცხადებს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის კაპელანი მამა იოანე გელაშვილი.