19 წლის მიშო ახლოურის ძმა განზრახ მკვლელობის მუხლით უკვე დააკავეს. 21 წლის გიორგი ახლოურისთვის ჯერჯერობით ბრალი არ წარუდგენიათ. მისი ადვოკატის თქმით, უკვე შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა საქმის დეტალებზე არ საუბრობს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია გიორგი ახლოურის აღკვეთის ღონისძიებაზე დღესვე იმსჯელონ. დაკავებულს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი შევხვდი, მაგრამ ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. გამომძიებლის ზარს ველოდები და დღეს წაუყენებენ. სავარაუდოდ, შეიძლება დღესვე იყოს აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვაც. ველოდებით, რა იქნება ბრალში მითითებული და ჩვენ შემდეგ რა პოზიციას ავირჩევთ. სავარაუდოდ, განზრახვა უნდა გამოვრიცხოთ.
ვნახოთ, რაზე ისაუბრებს ბრალდების მხარე თავის ბრალში,“ - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე.