რამდენად მოკრძალებულად გაატარა საქართველოს მოსახლეობამ ახალი წლის დღესასწაულები და იყო თუ არა დაცული რეკომენდაციები, ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ შედეგი კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკაზე დაახლოებით 2 კვირაში აისახება.
მათი განმარტებით, არ არის გამორიცხული ინფიცირებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატოს. შეგახსენებთ, შობა-ახალი წლის დღეებში მიმართვიანობა და ჩატარებული ტესტირებების რიცხვი ნაკლები იყო. ამასთან, გამონაკლისის სახით მოხსნილი იყო გარკვეული შეზღუდვებიც.