თბილისში 12 წლის მოზარდის ცხედარი 13 სართულიანი კორპუსის ეზოში ნახეს. ის, სავარაუდოდ, სახურავიდან გადმოვარდა.
შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე გვიან ღამით მოხდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებს მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
""კრიშიდან" არის გადმოვარდნილი ან გადმომხტარი, ზუსტად არ ვიცი, აქეთ ფანჯარა არ აქვს და სახლიდან ვერ გადმოხტებოდა. ახალ წლებზე მოდიოდა ხოლმე, აქ არ ცხოვრობდა, ნათესავებთან მოდიოდა. ბევრი ვერსიაა, მე ვიცი, რომ პურზე ჩამოდიოდაო, ლიფტი არ მუშაობდა და "კრიშიდან" გადავიდა და შეიძლება გადმოვარდაო, მაგრამ აქ ისეთი "კრიშაა" ვერ გადმოვარდები," - აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.