19 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ამნისტია დაახლოებით 1500-მდე მსჯავრდებულ პირს შეეხება - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტი ამნისტიის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას ორშაბათიდან დაუბრუნდება. სავარაუდოა, რომ კანონს საბოლოოდ უახლოეს დღეებში დაამტკიცებენ. როგორც ავტორი ამბობს, შეღავათი ასობით მსჯავრდებულზე გავრცელდება.

"დაახლოებით 1500 პატიმარს, უშუალოდ ვინც სასჯელს იხდის, შეეხება ეს ამნისტია. დაახლოებით 6000-ია რიცხვი იმ პირებისა, რომლებიც პრობაციის პირობებში იმყოფებიან და შესაბამისად, მათზე გავრცელდება ამნისტია სხვადასხვა ფორმით. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გათვალისწინებული სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია შეეხება დაახლოებით 4000 ადამიანს. ეს არის მნიშვნელოვანი ამნისტია მნიშვნელოვანი ფარგლებით. მომდევნო კვირაში დარჩენილია მესამე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვა და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები