26 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
გამოიყენებს თუ არა კაპიტოლიუმი აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორებას ტრამპის წინააღმდეგ - 4 წლიან ვადაში ტრამპის იმპიჩმენტზე მეორედ საუბრობენ

გამოიყენებს თუ არა კაპიტოლიუმი აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორებას ტრამპის წინააღმდეგ, რომელსაც პრეზიდენტობისთვის სულ რაღაც 12 დღე რჩება.

დონალდ ტრამპის გადაყენებისთვის ვიცე-პრეზიდენტისა და კონგრესის ორივე პალატის ნებაა საჭირო. 4 წლიან ვადაში ტრამპის იმპიჩმენტზე უკვე მეორედ საუბრობენ. ამჯერად ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 2 კვირით ადრე.

ამავდროულად, პრეზიდენტის კაბინეტს პროტესტის ნიშნად ტოვებენ მაღალი რანგის თანამშრომლები. ვიდრე ქაოტური დღის პოლიტიკური ანალიზი გრძელდება, ტრამპს "ტვიტერიც" აღუდგინეს, სადაც მან განცხადება დღეს რამდენჯერმე გააკეთა.

დღის ამბები