19 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
პატრიარქთან სტუმრობამდე ტესტირება ჩავიტარეთ იმისათვის, რომ დაგვეცვა გარშემომყოფები, პირველ რიგში კი უწმინდესი - მიტროპოლიტი დავით მახარაძე

საპატრიარქოში დღეს დილიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა მუშაობს და ისინი იქ არსებულ ვითარებას სწავლობენ.

მიტროპოლიტი დავით მახარაძე განმარტავს, რომ სტუმრებმა პატრიარქის დაბადების დღემდე, კორონავირუსზე ტესტირება პრევენციის მიზნით ჩაიტარეს. 

"პატრიარქის დაბადების დღეზე ვიყავით მისალოცად, შემდეგ კი გაირკვა, რომ იქ მყოფთაგან ერთ-ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. ხაზგასმა და გაფრთხილება, რომ 4 იანვრის შემდეგ თვითიზოლაციაში გადავსულიყავით, არ ყოფილა. ჩვენ, პატრიარქთან სტუმრობამდე ტესტირება ჩავიტარეთ იმისათვის, რომ დაგვეცვა გარშემომყოფები, პირველ რიგში კი, უწმინდესი," - აცხადებს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი კი, მის მიერ ვინმესთვის ვირუსის გადადების რისკს გამორიცხავს, რადგანაც როგორც თავად ამბობს, მან კორონავირუსი უკვე გადაიტანა. მიტროპოლიტი ასევე აღნიშნავს, რომ არ დაუნახავს შორენა თეთრუაშვილი პატრიარქთან ახლო კონტაქტში ყოფილიყოს. 

"კორონავირუსი მე გადატანილი მაქვს, ამიტომ არ ვარ საშიში, არც სხვას გადავდებ და არც მე გადმომედება. იმედი მაქვს, რომ პატრიარქსა და მდივანს შორის ახლო კონტაქტი არ იყო. პირბადე ხან ეკეთა, ხან არა, რადგან იქ ტრაპეზიც იყო. მე არ დამინახავს, რომ მასთან ახლოს მისულიყოს," - აღნიშნავს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

საპატრიარქოში, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია. ადგილზე ეპიდემიოლოგებმა მასობრივი ტესტირება უკვე დაიწყეს. პირველ ეტაპზე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პატრიარქის გარემოცვასა და შორენა თეთრუაშვილის კონტაქტებზე.

ათობით სასულიერო პირს, მდივან-რეფერენტთან შეხება ჰქონდა. ეს იმ დღეს, როდესაც ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა.

პატრიარქისთვის საპატრიარქოში მისალოცად მისულ სტუმრებს, ინფექციაზე ტესტი ჩაუტარდათ, თუმცა სიახლოვეს აღმოჩნდა ინფექციის მატარებელი თეთრუაშვილი, რომელსაც ვირუსი გუშინ განმეორებითი შემოწმებითაც დაუდასტურდა.

დღის ამბები