19 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი საპატრიარქოში - ილია მეორე მკაცრ იზოლაციაში გადაიყვანეს

პატრიარქის მდივან-რეფერენტი შესაძლოა, საპატრიარქოში კორონავირუსის გავრცელების მთავარი წყარო გახდეს.

შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების გამო, მკაცრ იზოლაციაში გადაიყვანეს კათოლიკოს-პატრიარქი.

ასევე კარანტინშია 55 თანამშრომელი. მათი PCR კვლევის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. შორენა თეთრუაშვილი ილია მეორეს 88-ე იუბილეზე, სხვადასხვა ეპარქიიდან ათობით სასულიერო პირს მასპინძლობდა.

მას უშუალო და პირდაპირი შეხება ჰქონდა უწმინდესთან, რომელსაც ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, კვლევა კოვიდინფექციაზე ჯერ არ ჩაუტარდება.

დღის ამბები