19 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
მეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში 2 ხანძარი ჩააქრეს - მიმდინარეობს სამეგრელოში დარჩენილი კერის ლოკალიზება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაჩნდა ხანძრის 2 ახალი კერა - გურიაში, მამათში და სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში.
გურიასა და ასპინძაში ხანძრები ლიკვიდირებულია.
 
ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში - დობერაზენში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
 
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დღის ამბები