19 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
ინდონეზიური ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი ნაპოვნია - ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა გახდა კატასტროფის მიზეზი

ინდონეზიური ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი ნაპოვნია. ჯაკარტას პორტის მიმდებარედ 23 მეტრის სიღრმეში მაშველებმა თვითმფრინავის ნაწილები, მათ შორის, შავი ყუთი აღმოაჩინეს.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა გახდა კატასტროფის მიზეზი. შემთხვევის ადგილას 10 სამაშველო გემი და 4 ვერტმფრენი მუშაობას განაგრძობს.

სამძებრო სამუშაოებისას აღმოჩენილია გარდაცვლილთა სხეულის ნაწილებიც, სამაშველო სამსახურმა ცხედრები პოლიციის მსხვერპლთა იდენტიფიცირების დეპარტამენტში გადაიტანა.

ინდენტიფიცირების პროცესისთვის დაზარალებულთა ოჯახებიდან 12 პირის დნმ-ის ნიმუში უკვე აიღეს.

"ბოინგი 737" რადარებიდან აფრენის შემდეგ 4 წუთში, 3000 მეტრ სიმაღლეზე გაუჩინარდა. ინდონეზიური ავიაკომპანიის განცხადებით, ბორტზე 62 პირი იმყოფებოდა, მათგან 10 არასრულწლოვანი.

ავიაკომპანიის განცხადებითვე ირკვევა, რომ ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი ინდონეზიის მოქალაქე იყო.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები