19 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით სიტუაცია მართვადია.

მან ხაზი გაუსვა, რომ უწყებამ შეძლო, სისტემა 10 თვის განმავლობაში დაეცვა ვირუსის შეღწევისაგან, რაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც ვერ მოახერხეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები გამოვლინდა მხოლოდ ქალთა დაწესებულებაში და ყოველგვარი ინფორმაცია გეგუთის დაწესებულებაში კორონავირუსი გავრცელების შესახებ, მცდარია. 

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვირუსის კონტროლი დღეისათვის სრულად არის მართული, კონტროლს ექვემდებარება. გამომდინარე ახალი ეტაპიდან, როგორც კი ამის პირველის სიმპტომები გამოვლინდა, ჩვენ დავიწყეთ ყველა დაწესებულების ინტენსიური ტესტირება, ინფიცირებული პატიმრების გამოვლენა, იზოლირება და მკურნალობა და ამას აქვს სისტემური ხასიათი.

დღეის მდგომარეობით, PCR ტესტირება ჩატარებულია ოთხ დაწესებულებაში - ესენია არასრულწლოვანთა, ქალთა, ბათუმის და გეგუთის დაწესებულებები. აღსანიშნავია, რომ ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა,"-განაცხადა მინისტრმა. 

მინისტრის ინფორმაციით, PCR ტესტირება კორონავირუსზე, ამ წუთებში, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს. 

დღის ამბები