19 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო - არჩილ თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის გადადგომას გამოეხმაურა.
 
"ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო იმ ფუნდამენტური მიმართულებებით, რომელიც თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებს:
▹ დემოკრატიის გაძლიერება (საკონსტიტუციო რეფორმა, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები, ინსტიტუციური რეფორმები);
▹ ადამიანის უფლებების დაცვა (პენიტენციური სისტემის რეფორმა, სასამართლოს რეფორმები, მედიის თავისუფლება, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკა);
▹ ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება;
▹ პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა, რომელმაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები წარმატებები მოიტანა;
▹ მშვიდობის განმტკიცება და უსაფრთხოება (თავდაცვის სფეროს რეფორმები და თავსებადობა NATO-ს სტანდარტებთან, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში);
▹ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება (მაგისტრალური გზები, ტურიზმის ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა),"- წერს არჩილ თალაკვაძე.
დღის ამბები