19 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილი წყალში აღმოჩენამდე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო - ალექსანდრე გეჯაძე პროკურატურის დასკვნას ეთანხმება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 იანვარს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნას სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე გამოეხმაურა. სამედიცინო ექსპერტმა ექსპერტიზის დასკვნაზე და მისი ჩატარების მიზეზებზე ისაუბრა.

გეჯაძის განცხადებით, შაქარაშვილის სხეულზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიზნობრიობა მისი დაზიანებების ხასიათის განმაპირობებელი მიზეზების შესწავლას ემსახურებოდა. ექსპერტი აღნიშნულ დასკვნებზე დაყრდნობით გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ შაქარაშვილს დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნით ან წყალში აღმოჩენის შემდეგ მიეღო.

ამავდროულად ექსპერტი ცალსახად ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი წყალში აღმოჩენამდე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. 

საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების და ძალადობის ფაქტზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნაა. 

კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილზე ნამდვილად განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.

დღის ამბები