19 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
მსოფლიოში პანდემიის მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოების უმეტესობა პრევენციულ ზომებს უკვე იღებს

პანდემიის მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოების უმეტესობა პრევენციულ ზომებს უკვე იღებს.

კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვები პირველ მარტამდე გაახანგრძლივა ბელგიამ. ქვეყანაში ძალაშია კომენდანტის საათი, დისტანციური მუშაობისა და სწავლის რეჟიმი.

მონაცემების ზრდის გამო რეგულაციების მოხსნას არ გეგმავს ნიდერლანდებიც, სადაც შეზღუდვები 9 თებერვლამდე შენარჩუნდება. შესაძლოა, დაწესდეს კომენდანტის საათიც.

ინფექციის შემთხვევები ჯერ კიდევ მზარდია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა.ინფიცირებულია სომხეთის პრეზიდენტიც, რომელიც ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთში. იაპონიაში კი საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის კიდევ 7 რეგიონში გამოცხადდა. ახალი შეზღუდვებით ბიზნესკომპანიები დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ. კვების ობიექტები კი საღამოს 8 საათის შემდეგ მუშაობას შეაჩერებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები