08 მაისი 2024,   09:10
ვრცლად
ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. სულავესის კუნძულზე ნგრევის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა ასობით ადამიანი.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქია ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე დაფიქსირდა.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაინგრა ხიდები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

დღის ამბები