ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 73 შემთხვევა დაფიქსირდა. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი აცხადებს, რომ დინამიკა დადებითია და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მეტია, ვიდრე ინფიცირებული.
"დღეს დილისთვის 73 COVID ინფიცირებული გვყავს. მათგან 12 იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაზე, არც ერთი მათგანი არ არის აპარატზე. პაციენტების ნაწილი ჟანგბადს მაღალი წნევით იღებს. ჩვენს განყოფილებაში მყოფი ადამიანების მდგომარეობა სტაბილურია, შეიძლება ითქვას დადებითი დინამიკაც შეინიშნება.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მეტია, ვიდრე ინფიცირებული," - აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.
საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 247 025-ს აღწევს. საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 189 ადამიანი განიკურნა. ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსს 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.