ექსპოჯორჯიასთან, მიმდინარე აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.
ექსპოჯორჯიასთან, სადაც დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა უნდა გაიმართოს, ამ დროისთვის, აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები ტრანსფარანტებით მივიდნენ და გზის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისთვის 10-მდე პირი დააკავა.