19 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
კათოლიკოს-პატრიარქმა ნათლისღების სადღესასწაულო წირვის შემდეგ მრევლს ნაკურთხი წყლის სახლში წაღების კურთხევა მისცა

სამების საკათედრო ტაძარში, ნათლისღების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლის სახლში წაღების კურთხევა მისცა.

"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზე, არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა,"- მიმართა პატრიარქმა მრევლს.

დღის ამბები