19 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
ნათლისღების დღესასწაული იერუსალიმში - პანდემიის გამო მდინარე იორდანეს კურთხევის ცერემონიალს პილიგრიმები არ დასწრებიან

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს მესამემ, ტრადიციულად, მდინარე იორდანე აკურთხა. ადგილი, სადაც, გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტე მონათლეს.

წლევანდელი რიტუალი პანდემიის გამო განსხვავებული ფორმით ჩატარდა. წყლის კურთხევას "კოვიდ 19"- ის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გამო პილიგრიმები არ ესწრებოდნენ.

რიტუალი მსოფლიო პატრიარქმა 50-მდე ადამიანის თანდასწრებით ჩაატარა. წყლის კურთხევას მხოლოდ მორწმუნეებისა და სასულიერო პირების ნაწილი დაესწრო.

დღის ამბები