17 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
გამოვრიცხავ, რომ ადმინისტრაციამ რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს ომბუდსმენის საქმიანობას პენიტენციურ დაწესებულებებში - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე გამორიცხავს, რომ პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციას ომბუდსენის მუშაობისთვის ხელი გამიზნულად შეეშალა. 

ამის დასტურად მან აღნიშნა, რომ სახალხო დამცველს პანდემიის პირობებშიც კი ჰქონდა საშუალება, პენიტენციურ დაწესებულებებში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ემოქმედა. 

"გამოვრიცხავ, რომ ადმინისტრაციამ რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს სახალხო დამცველის საქმიანობას პენიტენციურ დაწესებულებებში.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, განცხადება გაკეთდა, რომ სახალხო დამცველმა მიმართა პროკურატურას და ჩემთვის არ არსებობს კითხვის ნიშნები. არ მესმის, რაში მდგომარეობს ხელის შეშლა, მაშინ, როდესაც უბრალოდ, არანაირი წინააღმდეგობა ამ თვალსაზრისით, თუნდაც, იგივე პანდემიის პერიოდში სრულფასოვნად ჰქონდა შესაძლებლობა ყველა იმ უფლებამოსილების განხორციელების, რომელიც ჰქონდა სახალხო დამცველს. ამიტომ, მე არ მგონია, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე საპრობლემო არსებობდეს,"-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც ომბუდსმენის წარმომადგენლებს ციხეში ვიზიტის დროს ექმნებათ.

დღის ამბები