19 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
კოვიდგადატანილი პაციენტები, კარგი იქნება, თუ 3 თვის განმავლობაში კვლევებს ჩაიტარებენ - ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის დავით გადელიას თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით წყალი უნდა მიიღონ.

მისი თქმით, ზედმეტი სითხის მიღება მით უფრო საშიშია პიკის პერიოდში, რადგან ეს სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში გადატვირთვას იწვევს. 

"საჭიროა სუნთქვითი ვარჯიშები და ამავე დროს, 3 თვის განმავლობაში, კარგი იქნება, თუ გაიკეთებენ კვლევებს, შემდეგი რეკომენდაციებსაც ექიმი ამ კვლევებიდან გამომდინარე მისცემს," - განაცხადა გადელიამ.

დღის ამბები