19 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
კოვიდვაქცინის მიწოდება სამ დიდ ქალაქში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება

1 მილიონ 700 ათასი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით წლის ბოლომდე აიცრება.

საქართველოს ვაქცინის შესაძენად საშუალოდ 64 -იდან 158 მილიონ ლარამდე თანხა სჭირდება.

პარალელურად, დაწესდება მკაცრი მონიტორინგი გვერდით მოვლენებზე. მინუს 80 გრადუსიანი ვაქცინის მიწოდება კი სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება.

გეგმა დამტკიცებულია. დღესვე ჯან-დაცვის მინისტრმა ისაუბრა შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ახალი გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, ამ კვირაში გახდება ცნობილი.

"კოვაქსის პლატფორმით ვაქცინის მიღება არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გზა. ამის პარალელურად, აქტიურად მიდის მუშაობა ევროკავშირის ქვეყნებთან და ერთრთი მექანიზმი არის ის, რომ ევროკავშირმა მისთვის შეკვეთილი დოზების ნაწილი გააზიაროს და ამაზეც მიდის მუშაობა.

მოგვიანებით არის ოფცია იმისი, რომ ვაქცინები მეტი გაჩნდება, რადგან, საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს სხვა ვაქცინებსაც, რომელიც ელოდება მესამე ფაზის დასრულებას და ავტორიზაციას. ესეც არის პერსპექტივა, რომ ჩვენ მესამე კვარტლისთვის მოვიპოვოთ. ყველაზე ახლოს ჩვენთვის არის კოვაქსის გზით მიღებული ვაქცინები, რასაც ველოდებით პირველი კვარტლიდან, თუმცა ამის შემდეგ ბაზარზეც გამრავალფეროვნდება ვაქცინების არჩევანი,"-აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.   

დღის ამბები