19 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილება კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იქნება - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იქნება.

"ვულოცავ ჩვენ ქვეყანას ევროპის ყველაზე სამართლიანი მსაჯულის მიერ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღიარებას! ეს გადაწყვეტილება იქნება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი!

დეტალურ ინფორმაციას სახალხო დამცველი გადაწყვეტილების სათანადოდ გაცნობის შემდგომ შემოგთავაზებთ," - ნათქვამია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები