08 მაისი 2024,   21:26
ვრცლად
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - პროკურატურის წარმომადგენლები იხსენებენ, რა მტკიცებულებებით მივიდა ქვეყანა საბოლოო შედეგამდე

ახალი გზა საქართველოსთვის, ქვეყნის დეოკუპაციისაკენ - ასე ფასდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ქვეყანა თითქმის 13 წელი ელოდა.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - რა მტკიცებულებებით მივიდა ქვეყანა საბოლოო შედეგამდე. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა გაიხსენეს და ახსნეს ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლითაც საქართველო მყარი პოზიციით იდგა საერთაშორისო ასპარეზზე.

"უამრავი ადამიანი, რომელიც ერედვის, ქურთის სოფლებიდან, ადგილზე მოვლენების თვითმხილველები იყვნენ, მათი ჩვენებებით ჩვენ იმის დადასტურება შევძელით, რომ ქართული სოფლების დაბომბვა და მათ შორის, ეთნიკური წმენდა დადასტურდა სწორედ ამ მოწმეთა ჩვენებებით. გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილი იქნა გორის ცენტრში აფეთქებული რაკეტა - "ისკანდერის" ნარჩენები. ჩვენ ჩავატარეთ პიროტექნიკური, ქიმიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზები, რომლითაც დადგინდა, რომ ეს იყო რუსეთის ფედერაციაში ქარხნულად დამზადებული საბრძოლო ნაწილები. დიდწილად, ამ მტკიცებულებებმა განსაზღვა ის მყარი სამართლებრივი პოზიციები, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ევროპულ სასამართლოში," - აცხადებს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაური.

 

 

დღის ამბები