რუსთავში მოსახლეობისთვის ფართების დაკანონების პროცესი მიმდინარეობს. მოქალაქეებს, რომლებიც წლების განმავლობაში, საკუთრების მოწმობების გარეშე იკავებდნენ ფართებს, კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ, ბინები დაუკანონდებათ.
ფართების დაკანონებას ელოდება რუსთავის ყოფილი მე-13 ბაღის შენობაში მცხოვრები 11 ოჯახიც, რომლებსაც დღეს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. შენობის მდებარე ინფრასტრუქტურა ქალაქის მერიამ უკვე მოაწესრიგა, დასრულებულია შენობის გადახურვის სამუშაოც.
საკუთრების მოწმობები, ანალოგიური პრობლემის მქონე 102 ბენეფიციარზე უკვე გაცემულია, დაწყებულია პროცესი 85 ოჯახის განაცხადის დასაკმაყოფილებლად. მოკვლევის ეტაპზეა 850-მდე ბენეფიციარის საკითხი.