19 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
აქციები შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით - დედაქალაქში დღეს რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა იყო

აქციები შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით - დედაქალაქში დღეს რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა იყო.

ტურისტული კომპანიები, სამთო-სათხილამურო სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესსუბიექტები, მოვაჭრეები და ახლა უკვე მშობლები, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ გარკვეულ დათმობაზე წასვლა ხელისუფლებას შეუძლია და რეალურია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ერთის მხრივ ბიზნესს პრობლემებს შეუმსუბუქებს, მეორეს მხრივ კი ეპიდემიის გავრცელებას ხელს არ შეუწყობს.

მთავრობისგან დღეს კონკრეტული გეგმა მოითხოვეს მშობლებმაც - როდის აღდგება სწავლა სკოლებსა და ბაღებში, ეს იყო მთავარი კითხვა, რომელიც "მზიურში" გამართულ აქციაზე ისმოდა.

დღის ამბები