19 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
"ავიღე ნაგვის ურნა და გადავამხე თავზე" - ირაკლი ფანგანი ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა ანალოგიურს კიდევ გააკეთებს

დევნის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ფანგანი გაათავისუფლეს. მან წინასწარი დაკავების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ირაკლი ფანგანი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მომხდარი გამო, თუმცა ამბობს, რომ ჩადენილ საქციელს არ ნანობს.

"საზოგადოებას დიდი ბოდიში იმისთვის, რომ ესეთი რამ მოხდა, მაგრამ როცა ჩვლეიშვილი ჩადის, ჩამოდის და ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებს, მეც ავიღე ეს ნაგვის ურნა და გადავამხე თავზე. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს. ანალოგიური უნდა მოხდეს ყველგან, ვინც მოღალატე შევა პარლამენტში და ხალხის თავისუფლების ხმას მოიპარავს, ყველას იგივე მოუწევს,“ - განაცხადა ირაკლი ფანგანმა.

მოძრაობა "ალტერნატივას" წევრი, ხათუნა ბერიძე გადამეტებულ სასჯელზე საუბრობს.

"ის დააკავეს იმ მუხლით, რომელსაც არ ითვალისწინებდა მისი ჩადენილი ქმედება. შესაბამისად, საზოგადოებამ გამოხატა რეაქცია, რომელიც იყო შესაბამისი. ის არ ითვალისწინებდა პატიმრობას და მსგავსი დანაშაულისთვის პატიმრობა არის ძალიან ზედმეტი,“ - ამბობს ხათუნა ბერიძე.

პირს, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს შეურაცხყოფა მიაყენა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ეს არის ძალადობით დევნა, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც სასჯელის ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფანგანი ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, რადგან პროკურატურამ გირაო მოითხოვა.

 

 

დღის ამბები