19 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს ხვდებიან

ამ წუთებში სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს ხვდებიან. შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, ესწრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების აუცილებლობაზე საუბრობენ და მთავრობას საკუთარ ხედვებს აცნობენ. ისინი ამბობენ, რომ უნდა გაიხსნას სამთო-სათხილამურო კურორტები, რესტორნები. 

"შესაძლოა მივცეთ ადამიანებს იშრომონ, არა 200 ლარიანი დახმარება მიიღონ, არამედ მათი გამომუშავებულით შესაძლებლობა ჰქონდეთ ოჯახების შენახვის.

ჟღერს ძალიან კომიკურად, როდესაც პირველი თებერვლიდან არ უნდა გაიხსნას ზამთრის კურორტი და 1 თებერვლიდან უნდა გაიხსნას ზღვის კურორტი. ცოტა არ იყოს, ეს არის ძალიან შეუსაბამო. სამწუხარო ფაქტია, რომ დღეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგები მართავენ როგორც ეპიდემიურ სიტუაციას, ასევე ეკონომიკურს და ისინი წყვეტენ, რა როდის უნდა გაიხსნას," - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

კომპანია "Inn ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაია 1 თებერვლიდან ზამთრის კურორტების გახსნის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ტურიზმის წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმებიც აქვთ.

"არსებული შეზღუდვები ჩვენთვის მიუღებელია და ეს ეტაპობრივი მოხსნა ჩვენთვის არ იყო ეტაპობრივი მოხსნა. საერთოდ არანაირი შემსუბუქება არ იყო კერძო სექტორისთვის და ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც იქნება, რომ 1 თებერვლიდან მოგვცენ ზამთრის კურორტებს შესაძლებლობა, ვიმუშაოთ და გარდა ამისა, უკვე დროა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ აღვადგინოთ ტურიზმი. ანუ, ტურიზმის წარმომადგენლებს გვაქვს უკვე ჩვენი გეგმა შემუშავებული, აბსოლუტურად ყველა პრობლემასთან დაკავშირებით გვაქვს პასუხი, შეგვიძლია მაქსიმალურად დავეხმაროთ ხელისუფლებას, რომ მიიღოს სწორი გადაწვეტილება," - განაცხადა ერეკლე კოკაიამ. 

დღის ამბები