მთავრობის ადმინისტრაციასთან კოვიდპანდემიის შეზღუდვების მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორები დაწესებულ შეზღუდვებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ.
"აქციის ორგანიზატორებმა გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა სარჩელი "ქართველი ხალხი - საქართველოს წინააღმდეგ", რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა. ბატონებმა, რომლებიც აქ სხედან, გადაწყვიტეს ასე უბრალოდ, რომ ჩაგვკეტონ, ალბათ ასე უფრო კომფორტული გზაა ქვეყნის მართვის. აქ არის ჩაშლილი ყველა ის მოთხოვნა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას,"- აცხადებს აქციის ორგანიზატორი ნინო ორდენიძე.
"რეგულაციების დაცვით მოგვცენ მუშაობის უფლება და თუ ეს არ მოხერხდება, დაგვაკმაყოფილონ კომპენსაციებით. მზად ვართ დიალოგისთვის, შეგვიძლია დავსხდეთ, დავდოთ გეგმა, როგორ შეიძლება ბავშვებთან უსაფრთხოდ მუშაობა და სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი 1 თებერვლამდე,"- აცხადებს ეროვნული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი ნინო დარახველიძე.
"თუ ქვეყანა არ გაიხსნება, მას ელოდება გარდაუვალი დეფოლტი და უმძიმესი მდგომარეობა, ვისაც ეს მდგომარეობა აწუხებს, მე მაწუხებს, არა მხოლოდ პოლიტიკოსს, არამედ მოქალაქეს, მშობელს, შვილს, მოვედი, ვდგავარ თუ რამეში დაჭირდებათ ჩემი დახმარება, თუ არადა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანა გაიხსნას,"- აღნიშნავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.
"გადაწყვეტილებები, რაც ქვეყანამ მიიღო, არ ემსახურება იმ მიზნებს, რაც გამოწვეულია პანდემიით. ამ მასშტაბის, ამ ხანგრძლივობის შეზღუდვები და ამგვარად დაუსაბუთებელი არცერთ ქვეყანაში არის. იქნება ეს სათხილამურო კურორტები თუ სკოლები, კონკრეტული კითხვები ისმება და პასუხები არ ისმის,"- აცხადებს ელენე ხოშტარია.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი