27 აპრილი 2024,   03:57
ვრცლად
თეატრისა და კინოს მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა

65 წლის ასაკში თეატრისა და კინოს მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა, ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

მამუკა ლორიამ 1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1985 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

რუსთაველის თეატრი მამუკა ლორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს მსახიობის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

დღის ამბები