19 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
"პოზიტიური დღე გვქონდა" - სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ

"დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები", - ამის შესახებ "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სავაჭრო ცენტრებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ათ კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი, ასევე იმუშავებს გასახდელები და იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა.

"დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები. კერძოდ, კარგი ამბავია ჩვენთვის ის, რომ ათ კვადრატულ მეტრზე იქნება ერთი მომხმარებლისთვის სავაჭრო ცენტრში, ისევე, როგორც ეს არის ჰიპერმარკეტებში. მეორე - იმუშავებს გასახდელები, იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტებისთვის. სამწუხაროდ, ჯერ ვერ განიხილება შაბათ-კვირას მუშაობის საკითხი, მაგრამ ორ კვირაში ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული. იგივე ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემას, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ჩვენ ასევე გვაქვს კონკრეტული დროებითი გადაწყვეტილებები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დავამუშავებთ“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

"გალერია თბილისის“ დირექტორის თქმით,  კარგია, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან და როგორც იქნება გაუმჯობესება, იმის მიხედვით მოიხსნება შეზღუდვები.

"კონსტრუქციული საუბარი იყო. ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან და როგორც იქნება გაუმჯობესება, იმის მიხედვით მოიხსნება შეზღუდვები, ეს ეხება გადაადგილების შეზღუდვას და ასევე შაბათ-კვირას მუშაობას. მთავარი იყო ის, რომ გავხსნილიყავით, რაც არ შეიცვალა და ვიხსნებით ჩვეულებრივად პირველ თებერვალს, - განაცხადა „გალერია თბილისის“ დირექტორმა ნიკოლოზ ცინცაძემ.

მისივე თქმით, პერიოდულად გადაიხედება მდგომარეობა და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები.

"დანარჩენი ყველაფერი ისედაც ვიცოდით, რომ იქნებოდა შეზღუდვები. გვქონდა ინფორმაცია შაბათ-კვირის შეზღუდვებზე, ასევე გადაადგილების შეზღუდვაზე. უბრალოდ კარგი ის იყო, რომ გადახედვა მოხდება ამ ყველაფრის კვირაში, 2 კვირაში ერთხელ და იმის მიხედვით, თუ გაუმჯობესდება მდგომარეობა მოიხსნება შეზღუდვები ეტაპობრივად. "გალერია თბილისი“ არის ცენტრალური მოლი, ამ შემთხვევაში, ჩვენთან გადანაწილებულია თითქმის იდენტურად ყოველდღიური ნავაჭრი, რა თქმა უნდა, ის ორი დღე დაგვაკლდება, მაგრამ გადანაწილდება დანარჩენ დღეებზე, ნაწილობრივ მაინც,“- განაცხადა ნიკოლოზ ცინცაძემ.

 

დღის ამბები