საზღვრის დემარკაციის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეს განიხილავენ.
ერთ-ერთი დაკავებულის, ივერი მელაშვილის მეუღლის განცხადებით, მელაშვილი და ილიჩოვა უსაფუძვლოდ არიან დაკავებულები.
"სასამართლოსგან ველოდები, რომ ამ უდანაშაულო ხალხს გაათავისუფლებენ, ყოველ შემთხვევაში წინასწარი პატიმრობისგან მაინც. პროკურორი საუბრობდა, რომ ვითომ რაღაც ჩანაწერი ჰქონდა, რაც დანაშაულს ამტკიცებდა. არადა ჩანაწერი რომ მოვისმინე, იქ არაფერია დანაშაულებრივი პირიქით ამ ხალხის ზრუნვას ამტკიცებს თავის ქვეყანაზე. გვითხრას, რომელ ფრაზაში დაინახა დანაშაული პროკურორმა," - აღნიშნა ივერი მელაშვილის მეუღლემ.