19 ნოემბერი 2024,   12:20
ვრცლად
შეუწყდეს მღვდელმოქმედების აღსრულების უფლება - რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია დეკანოზის დასჯას ითხოვს

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია დეკანოზ თადეოზ სარალიძის დასჯას ითხოვს. თეოლოგები და ისტორიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად სასულიერო პირისგან შენდობის თხოვნის წერილის გამოქვეყნებისა, მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს და უნდა მოხდეს მისი განკვეთა. როგორც ირკვევა, დეკანოზს გარკვეული შეზღუდვები უკვე დაუწესდა.

"მინიმუმ, მას მღვდელმოქმედების აღსრულების უფლება უნდა შეუწყდეს გარკვეული პერიოდით და ამასთანავე, აეკრძალოს ქადაგება მინიმუმ ისეთ თემებზე, რომელიც სამღვდელო კომპეტენციას სცილდება და ის მხოლოდ უნდა შემოიფარგლოს მრევლისთვის განკუთვნილი სწორი და ჯანსაღი ქადაგებებით, რომელიც დამყარებული იქნება სახარების პრინციპებზე," - განაცხადა რელიგიის ასოციაციის თავმჯდომარემ ზვიად ცაბაძემ.

"როგორც მინიმუმ საჭიროა მისი განყენება მღვდელმსახურობიდან და ადგილობრივი ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი რომ პირველადი სანქციის სახით მას ჯვარი ახსნას და დააკისროს პასუხისმგებლობა," - განაცხადა რელიგიის ასოციაციის წევრმა გიორგი ტიგინაშვილმა.

რაც შეეხება მღვდელ მამა გიორგი შუკაკიძეს, "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას, სასულიერო პირი თავის მხრივ განმარტებებს უკეთებს დეკანოზ თადეოზის მძიმე ქადაგებას,

"ეს არგუმენტი წარადგინოს - ჯობია მისთვის ისეთ ასაკში გარდაიცვალოს, როცა მისი ცხონება არის შესაძლებელი, ვიდრე იცხოვროს დიდხანს ბოროტულად.

ხარვეზი შეიძლება იყოს მამა თადეიოზის ნათქვამში. როგორც მეუფე აკეთებს კომენტარს, მე დავეყრდნობი ამ კომენტარს. უხეშად იყო გადმოცემული. ვამართლებ, ეს ცოტა უხეში ნათქვამია. განმარტებას ვუკეთებ, კონკრეტიკას ვაძლევ მის ნათქვამს," - განაცხადა მამა გიორგი შუკაკიძემ.

ცნობისთვის, საკვირაო ქადაგებისას დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა- "ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!"

გუშინ კი, დეკანოზმა შენდობის წერილი გაავრცელა.

დღის ამბები