"გლოვოს" კურიერების საპროტესტო აქცია - კურიერების ნაწილი მთავარ ოფისთან ანაზღაურების გაზრდასა და შრომის უკეთეს პირობებს ითხოვს.
"ანაზღაურება დაგვიკლეს, ადრე კილომეტრზე 40 თეთრს გვიხდიდნენ, ახლა 30-ს და ძველ ტარიფზე დაგვაბრუნონ," - აცხადებს ერთ-ერთი კურიერი.
"გლოვოს" კურიერების ინფორმაციით, ისინი არაერთხელ შეხვდნენ მენეჯმენტს, თუმცა ვერ მიაღწიეს შედეგს და ამის შემდეგ გადაწყვიტეს აქციის გამართვა. მათი ინფორმაციით, ეს პრობლემები უკვე თვეებია გრძელდება.