19 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ეგ რუკები დელიმიტაციის მიზნებისთვის გამოყენებადი არ არის - ივერი მელაშვილი დავით გარეჯში ჩავიდა

ივერი მელაშვილი დღეს დავით გარეჯში ჩავიდა. საზღვრის დემარკაციის საქმეში ბრალდებულმა საკუთარ პოზიციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

"მაგ რუკების ანალიზი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს მოვახდინეთ და ოდნავ გამოსაყენებელი რომ ყოფილიყო ეგ ჩვენი არგუმენტის გასამყარებლად, მერწმუნეთ, რომ გამოვიყენებდით. არ არის მაგ რუკები ნამდვილად გამოყენებადი დელიმიტაციის მიზნებისათვის. ცალკე განყენებული რუკა არაფერს არ ედარება, არც მიწათსარგებლობის მასალებს, არც სხვა წლების გამოცემის რუკებს.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ეს არის ის ტერიტორია, რომელიც მოიცავს, დაახლოებით 16 არის მე მგონი თვითონ სამონასტრო კომპლექსს შიგნით და ეს არის დიდი ტერიტორია, რომელიც არის აბსოლუტურად საქართველოს ტერიტორიაზე. ლაპარაკი რაზედაც არის, ეს არის მხოლოდ მისი მცირედი ნაწილი, ამ ქედს გადაღმა"- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პროკურატურის შუამდგომლობითა და მოსამართლის გადაწყვეტილებით 4 თვიანი წინასწარი პატიმრობიდან გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათ 20-20 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ, რომელიც საზოგადოებამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში შეაგროვა.

დღის ამბები