ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე პირბადის მოხმარების მნიშვნელობასა და მისი გამოყენების შედეგად მიღებულ მაღალ ეფექტურობაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ სწორედ პირბადემ მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანები დაიცვა ინფიცირებისგან.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, რომ არა პირბადის გამოყენება, დღეს ქვეყანაში ინფიცირების გაცილებით მაღალი მაჩვენებელი იქნებოდა.
"ჩვენ ხომ მივეჩვიეთ პირბადის ხმარებას, დაახლოებით ისე, როგორც ღვედების ხმარებას მივეჩვიეთ ავტომანქანებში, რაც თავიდან ასევე იწვევდა დიდ პროტესტს. რა ჯობია, ვატაროთ პირბადე, დროებით 2-3 თვით, სანამ ვაქცინა თავის საქმეს გააკეთებს და ამით მოვხსნათ ყველა პრობლემა, გაიხსნება ეკონომიკა, გაიზრდება შემოსავალი, ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ ადამიანებს, არ იქნება საჭირო ეს საპროტესტო გამოსვლები და აქციები და დაპირისპირება სხვადასხვა სტრუქტურებთან და ამისთვის საკმარისია მხოლოდ ერთი რამ, პირბადის კეთილსინდისიერად ტარება," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.