19 ნოემბერი 2024,   12:21
ვრცლად
გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გახსნას ტრაილერის მძღოლები და ტურისტები ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გაწმენდითი სამუშაოების წარმატებით დასრულდა, თუმცა, ზვავსაშიშროების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე.

გზის გახსნას ტრაილერის მძღოლები და ტურისტები ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი აკაკი ხორავა აცხადებს, რომ რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ასევე მისი განცხადებით, მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ქარი, რაც ხელს უწყობს ზვავის ფორმირებას. როგორც ცნობილია, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დაიწყება. 

დღის ამბები