19 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
აქცია დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით - რესტორატორებს დღეს სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ

რესტორნების გახსნის მოთხოვნით, ამ წუთებში აქცია იმართება თბილისში - პუშკინის სკვერში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მოგვიანებით მათ მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს.

200-მდე დაწესებულებამ დღეს ონლაინ და გატანის სერვისზე მუშაობა 24 საათით შეაჩერა, ამ ფორმით რესტორნების მფლობელები პანდემიის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. 

"ჩვენ ვდგავართ აქ პუშკინის სკვერში დაახლოებით აქედან 100 მეტრში, 500 მეტრში არის სასტუმროები, რომელსაც შეუძლიათ სტუმრის მიღება, მათ აქვთ ფიტნესცენტრები, მათ აქვთ რესტორნები, ამის ფუნქციონირება შეიძლება. აი გამაგებინეთ თუ შეიძლება, ამ "ქორთიარდ მარიოტის" გვერდით არსებული სასტუმრო, რომელსაც აქვს თავისი რესტორანი და გვერდით არის რესტორანი, ამათ შორის განსხვავება რა არის ფუნქციონირებაში ან იმ რეგულაციებში, რომლებსაც გამყრელიძე განასხვავებს"- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

აქციას სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, რომლებიც რეგულაციების დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვენ. მათი თქმით, სახელმწიფომ უნდა გამოძებნოს ხერხი, რათა ბიზნესექტორი გადარჩეს. 

ბიზნესსექტორის წარმომადგნლები აცხადებენ, რომ ეს რეგულაციები გარკვეული ბიზნესის განადგურებაზეა ორიენტირებული.

დღის ამბები