ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯენიფერ ენისტონმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე "სთორები" გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს ქალ პოლიტიკოსებს მიუძღვნა.
მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
"იმ დროს, როდესაც სამყარო ცვლილებების მოწინააღმდეგეებისკენ მიმართავს ყურადღებას, ცვლილებები მაინც ხდება," - წერია "სთორის" პირველ ფოტოზე, სადაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია გამოსახული.
ვარსკვლავის "სთორების" ვრცელ სიაში მოხვდნენ ნორვეგიის, შოტლანდიის, დანიის, ესტონეთის, სერბიის, ახალი ზელანდიის, ისლანდიის, ფინეთის, სლოვაკეთის, მოლდოვის, საბერძნეთის, ლიეტუვას პრეზიდენტები და პრემიერები.