19 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
პოლიციამ რეგულაციების დარღვევის 644 ფაქტი გამოავლინა, დაჯარიმდა 80 ფიზიკური პირი

სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 644 ფაქტი გამოავლინეს, ინფორმაციას შსს ავრცელებს.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 80 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 564 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

დღის ამბები