"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი კორონავირუსის გამო მიღებულ საგანგებო მდგომარეობის მოხსნას ითხოვს. მან საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი არსებული შეზღუდვების მოხსნის თაობაზე.
"დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი ფაქტობრივი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით. დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას ქვეყანა, გაუქმდეს ტრანსპორტის კოლაფსი, აღდგეს სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებში, უმაღლესებში, გაიხსნას ყველა სავაჭრო ობიექტი უკლებლივ," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.