პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურა, სავარაუდოდ, მაისში გაიხსნება.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყანა ვირუსის გავრცელებას ამ ეტაპზე სრულად მართავს.
"ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, შედეგები საკმაოდ კარგი გვაქვს და ჩვენ, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სრულად ვმართავთ ამ ვირუსს. უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის და ეკონომიკის გამოცოცხლება. ვიყავით დასრულების ეტაპზე მყოფ სასტუმროში, პრომეთეს მღვიმის ინფრასტრუქტურას პირდაპირ უერთდება ეს პროექტი, უაღრესად შთამბეჭდავი იყო, ეს სასტუმროც გაიხსნება და ტურისტული ინფრასტრუქტურაც გაიხსნება მაისში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ქვეყანაში, ამ დროისთვის, უკვე პირველი ტურისტები გამოჩდნენ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.